ახალი ამბები
საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმებაზე, რომელთაც სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაუვლიათ, შეზღუდვები წესდება
საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმებაზე, რომელთაც სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაუვლიათ, სამართლებრივი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.
„კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური. ასევე, კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია. პრობლემურია ასევე სამხედრო სამსახურის მოხდის წესი იმ მოქალაქეების
მიერ, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად ან სამუშაოდ. ასევე, საჭიროა დაზუსტდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძვლებით უკანონო და უსარგებლო ფაქტები.
ამასთან, დასაზუსტებელია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამვლელთათვის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის ვადები როტაციის თვალსაზრისით და ვადამდე დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვში ჩარიცხვის წინაპირობა“-აღნიშნულია პროექტში.
კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.