ახალი ამბები
გარევაჭრობის მოუგვარებელი პრობლემა ბორჯომში
ბორჯომის ცენტრში,გარემოვაჭრეებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.ქალაქში,გარევაჭრობა აკრძალულია შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიას ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებენ.აღნიშნული საფუძვლით დაპირისპირება ბორჯომში უკვე ჩვეულებად იქცა,გარემოვაჭრეები ქალაქის ტერიტორიაზე ვაჭრობას იწყებენ,შემდეგ პოლიცია და მერიის წარმომადგენლები მიდიან და ადგილს ათავისუფლებენ,პოლიციის წარმომადგენლების წასვლის შემდეგ გარევაჭრობა ისევ გრძელდება.
დაპირისპირების მეორე კერა, ბაზარში მყოფ მოვაჭრეებსა და გარემოვაჭრეებს შორის წარმოიშვა.ყველაზე ხშირად პოლიციას გარევაჭრობის აღსაკვეთად სწორედ ბაზარში მყოფი მოვაჭრეები მიმართავენ.მათი განცხადებით გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს და ყველა მოვაჭრე ბაზრის ტერიტორიაზე განთავსდეს.ინციდენტის გამო დღეს ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

გარემოვაჭრეები ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღებ ჯგუფსაც აგრესიით შეხვდნენ.

რა მოთხოვნები აქვთ გარემოვაჭრეებს და რას პასუხობს მათ სავაჭრო ფართის მფლობელი,ნახეთ სიუჟეტში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.