საზოგადოება
2027 წლიდან მიწის რეგისტრაციის ახალი წესი ამოქმედდება
მთავრობა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესის ამსახველი კანონმდებლობის დახვეწას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას მთავრობა 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე აპირებს.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი კვლავაც მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში რჩება, თუმცა, მათზე მოსარგებლეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სათანადო საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის გამო მიწის რეფორმის ფარგლებშიც ვერ ხდება.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით ფართოვდება როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ისე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება და ჩნდება მოსარგებლეებისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ახალი სამართლებრივი საფუძვლები.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ცვლილებით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა აღიარების რეგულაციები იმოქმედებს 2027 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აღიარების შესაძლებლობა გაუქმდება.

„ამავე პაკეტის ფარგლებში მომზადდება კანონპროექტი, რომლის შედეგადაც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საფუძვლებისა და დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა წარდგენაც აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჯარო რეესტრში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესს აფერხებს კომლის წევრთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი და ურთიერთგამომრიცხავი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა. ამ ინსტიტუტის საბჭოური შინაარსიდან გამომდინარე, კომლში სამკვიდროს გახსნას უკავშირებს მისი ბოლო წევრის გარდაცვალებას. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწაზე კომლის წევრთა მესაკუთრედ აღიარების საფუძველია, ხოლო კოლმეურნეობის გაუქმებით კომლმა თავისი თავდაპირველი შინაარსით არსებობა შეწყვიტა, ქონება, რომელიც კომლს ეკუთვნოდა, კომლის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებად (წილის პროპორციულად) უნდა ჩაითვალოს და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრებისა და მემკვიდრეობის საერთო წესები“- ნათქვამია პროექტში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.