ახალი ამბები
კორტანეთის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლა, ახალ სასწავლო წელს მოწესრიგებული შეხვდება.სკოლაში ჩატარდა კოსმეტიკური რემონტი,შეიღება იატაკი,კედლები და გარე ფასადი,მოწესრიგდა საპირფარეშოები.აღნიშნული სამუშაოები სკოლის მიერ დაზოგილი თანხით ჩატარდა,სკოლის იერ-სახის მოწესრიგება 4000 ლარი დაჯდა.
"ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 20-ივე სკოლა ახალ სასწავლო წელს მოწესრიგებული შეხვდება"- განაცხადა ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა."კორტანეთის სკოლის მსგავსად დაზოგილი თანხებით კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა სხვა სკოლებშიც"- აცხადებს იზოლდა ლომიძე.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს,მათი უმრავლესობა რესურსცენტრის ბაზაზეა და უახლოეს მომავალში სკოლებს გადაეცემა.წელს სიახლე ამოქმედდება, რაც სასწავლო პროცესში წიგნების ელექტრონული ვერსიების გამოყენებას გულისხმობს.
შეგახსენებთ,რომ ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი, 17 სექტემბერს დაიწყება.


Print