ახალი ამბები
ტყის გმირები-ივანე კუპრაძე
აღნიშნული ვიდეო-რგოლი ივანე კუპრაძის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე მომზადდა. გაეცანით მის ცხოვრებისეულ ისტორიას : როგორ შთააგონა ბავშვობაში ბაბუასთან ლაშქრობისას გატარებულმა წუთებმა და გადაწყვიტა მთელი თავისი ცხოვრება ბუნების დაცვისთვის მიეძღვნა, ყოველდღიურად ებრძოლა სხვადასხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ, როგორიცაა არალეგალური ხის ჭრა, ბრაკონიერობა და სხვა.
შეგახსენებთ,რომ დღეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2001 წლიდან მუშაობდა.


Print