ახალი ამბები
ახალ უბანში მცხოვრები დევნილები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
ბორჯომში, ახალ უბანში, ხანძთელის ქ. #30-ში მცხოვრებ დევნილებს ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ისინი იმ სამუშაოების დასრულებას ითხოვენ, რომელიც ამჟამად მიტოვებულია. იძულებით გადაადგილებული პირები თავიანთი კორპუსის მიმდებარედ გარე განათებების დამონტაჟებას და საყრდენი კედლის გამაგრებასაც ითხოვენ. მათი თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი კიბეც . დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს კი სურვილი აქვთ რომ ბავშვებისთვის სკვერი მოეწყოს. ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.
Print