ახალი ამბები
განადგურებული ინფრასტრუქტურა და მოვაჭრეების გარეშე დარჩენილი ბაზარი ბორჯომში

ხანძარგადატანილი და დაზარალებული მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ.

ბორჯომის ბაზრის შენობის პირველ სართულზე სადაც ცეცხლი გაჩნდა და ძირითადი ინფრასტრუქტურა განადგურდა, ამჟამად უფუნქციოდაა დარჩენილი. შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა ბაზრის დირექციას ფინანსური რესურსი არ აქვს. გადარჩენილი პროდუქტი და ტანსაცმელი დღეს მოვაჭრეების ნაწილმა სხვადასხვა ადგილას გამოიტანა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის მოლოდინში არიან. ბორჯომის მერიასა და ბაზრის დირექციას შორის შეხვედრა შესაძლოა ხვალ გაიმართოს.

 


Print