ახალი ამბები
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ბიზნეს საქმიანობის განვითარებას მხარდაჭერა
ა.ო „სიდა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,პროექტის „ ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ განხორციელებას იწყებს.ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის მიზნები დღეს ბორჯომში პირობითი მსჯავრის მქონე ადგილობრივებს გააცნეს.პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების,განრიდებული და პირობითი მსჯავრის მქონე პირებისა და მათი ოჯახებისათვის-სახელმწიფო,კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

პროგრამა ბიზნეს საქმიანობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით,მცირე გრანტების გაცემას ითვალისწინებს,რომლის ოდენობა 1000 ევროა.მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს,პირობითი მსჯავრის მქონე,განრიდებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს.პროექტში თანამონაწილეობა მინიმუმ 10%-ს შეადგენს.

ბიზნესიდეების კონკურსით განსაზღვრულია 70-მდე აპლიკანტის დაფინანსება.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი(DVV International)


Print