განათლება
ახალი სასწავლო ინფრასტრუქტურა სოფელ ბალანთის სკოლაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის ბალანთის, საჯარო სკოლაში სასწავლო ინფრასტრუქტურა მოეწყო.ახალ შენობაში,რომელიც ვაუჩერული სისტემიდან დაზოგილი თანხით აშენდა სპორტული მოედანი,ბიბლიოთეკა,კომპიუტერული ცენტრი და სველი წერტილები განთავსდა.აღნიშნული ინფრასტრუქტურა სკოლაში არ არსებობდა და მოწავლეებს წლების განმავლობაში სპორტის გაკვეთილი კლასებში უტარდებოდათ,დიდ პრობლემას ქმნიდა სველი წერტილების არარსებობაც.შეგახსენებთ,რომ სოფელ ბალანთის საჯარო სკოლა ორსექტორიანია,აქ ფუნქციონირებს როგორც ქართული ასევე სომხური სექტორი.სკოლაში 60 მოსწავლეა.



Print