"წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა" დაჯარიმდება
ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახეა, რომელიც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" დარეგულირდება. ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე განისაზღვრა.პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ ყოველწლიურად, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის დაღუპვის ფაქტები ფიქსირდება. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

“პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე მისულ სამსახურის მოსამსახურეებს ობიექტის შემოწმებაში ხელი ეშლებათ. კერძოდ, ობიექტის თანამშრომლები უარს უცხადებენ ობიექტზე მათ დაშვებაზე. ამდენად, მოცემული პრობლემის გადაჭრის მიზნით, პროექტში ასახულია შესაბამისი ცვლილება, რომლის დარღვევაც იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით“ - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, ცვლილებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ხანძრის ჩაქრობისათვის აუცილებელი საშუალების - ჰიდრანტის გამოყენების უზრუნველყოფისათვის სამართალდარღვევის სახე. კერძოდ, დგინდება წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომლის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე. აღნიშნული პასუხისმგებლობა წყალსადენის ქსელის მფლობელს და ექსპლუატაციის გამწევ ორგანიზაციას იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მიღებული აქვს მიწერილობა სახანძრო ჰიდრანტების დაზიანების-ტექნიკური გაუმართაობის შესახებ და მასში მითითებულ გონივრულ ვადაში არ აღმოუფხვრია დაზიანება/გაუმართაობა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოამზადა, რომელიც ინიცირებისთვის მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.