ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ბორჯომელი მებრძოლის ოჯახს ორდენი გადაეცა
უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა დღეს ბორჯომში, აკაკი დოლიძის ოჯახს მისი კუთვნილი ორდენი გადასცა. აღნიშნული პიროვნება უკრაინაში იბრძოდა, რა დროსაც გარდაიცვალა. დაღუპული 9 ჯარისკაციდან მოხდა ერთ-ერთი მეომრის იდენტიფიცირება. ეს იყო სერჟანტი აკაკი დოლიძე, რომელიც წარმოშობით ბორჯომიდანაა და ახლა უკრაინაშია დაკრძალული. მისი სახელი და გვარი მემორიალურ დაფაზეა აღნიშნული.
Print