Error
ბორჯომში ნოდარ გრიგალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ბორჯომში მწერალი,საზოგადო მოღვაწე,პუბლიცისტი და პოეტი ნოდარ გრიგალაშვილი გაიხსენეს.ბორჯომის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ,რომელიც ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 3 მაისს 60 წელი შეუსრულდებოდა,იგი 4 წლის წინ გარდაიცვალა.
ბორჯომში შეკრებილმა მეგობრებმა,მისი მოღვაწეობა გაიხსენეს.მათ იმ სასიკეთო საქმეებსა და მიღწევებზე ისაუბრეს, რაც ბორჯომში ნოდარ გრიგალაშვილის დეპუტატობის პერიოდს უკავშირდება .ღონისძიებაზე შედგა მისი წიგნის "თანამდევი სულის" პრეზენტაციაც,რომლის გამოქვეყნება და საზოგადოებისთვის გაცნობა ავტორმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო.წიგნი 19-ე საუკუნის ეპოქას,ილია ჭავჭავაძეს და მის მკვლელობასთან დაკავშირებულ იმ ფაქტებს მოიცავს,რაც საზოგადოებისთვის ცნობილი ნოდარ გრიგალაშვილის წიგნის საშუალებით გახდება.
იგი იყო პატრიოტი ადამიანი,რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული ბორჯომიდან იწყებოდა,განაცხადეს მისმა მეგობრებმა და აღნიშნეს,რომ მისი გარდაცვალებით საქართველომ უნიჭიერესი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე დაკარგა.



Print