ბორჯომში ნოდარ გრიგალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
15:16 / 04.05.2018
ბორჯომში მწერალი,საზოგადო მოღვაწე,პუბლიცისტი და პოეტი ნოდარ
გრიგალაშვილი გაიხსენეს.ბორჯომის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს
,რომელიც ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 3 მაისს 60 წელი
შეუსრულდებოდა,იგი 4 წლის წინ გარდაიცვალა.
ბორჯომში შეკრებილმა მეგობრებმა,მისი მოღვაწეობა გაიხსენეს.მათ იმ
სასიკეთო საქმეებსა და მიღწევებზე ისაუბრეს, რაც ბორჯომში ნოდარ
გრიგალაშვილის დეპუტატობის პერიოდს უკავშირდება .ღონისძიებაზე შედგა
მისი წიგნის "თანამდევი სულის" პრეზენტაციაც,რომლის გამოქვეყნება და
საზოგადოებისთვის გაცნობა ავტორმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო.წიგნი 19-ე
საუკუნის ეპოქას,ილია ჭავჭავაძეს და მის მკვლელობასთან დაკავშირებულ
იმ ფაქტებს მოიცავს,რაც საზოგადოებისთვის ცნობილი ნოდარ გრიგალაშვილის
წიგნის საშუალებით გახდება.
იგი იყო პატრიოტი ადამიანი,რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული
ბორჯომიდან იწყებოდა,განაცხადეს მისმა მეგობრებმა და აღნიშნეს,რომ
მისი გარდაცვალებით საქართველომ უნიჭიერესი პუბლიცისტი და საზოგადო
მოღვაწე დაკარგა.
ორი წელი თვითმმართველობის
არჩევნებიდან, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ორი წლის განმავლობაში
ბორჯომში, რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს ადგილობრივი
ხელისუფლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.