ახალი ამბები
ხვალ ბაკურიანის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
ხვალ, 4 მაისს, 10:30-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ბაკურიანის მაცხოვრებლებს. კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ამის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს, გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები
Print