ახალი ამბები
ხვალ გაზის მიწოდება ბორჯომის სამ სოფელში შეწყდება
ხვალ, 3 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება სოფლების: მზეთამზეს, დაბასა და წაღვერის მოსახლეობას. კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ამის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს, გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები
Print