ახალი ამბები
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად შალვა თადუმაძე დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს - ადმინისტრაციის ახალი უფროსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
„შალვა თადუმაძეს ყველა კარგად იცნობთ. იგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას, რასაც ძალიან კარგად უძღვებოდა. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა აბსოლუტურად სწორად მოხდეს ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება. აბსოლუტურად ყველას აზრია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შალვამ ძალიან კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო და დღესაც არის მთავრობის ძალიან საიმედო დასაყრდენი. იგი გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ძალიან მაღალი წესიერებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს. მინდა, შალვას ვუსურვო წარმატებები. მე ამ წარმატებაში დარწმუნებული ვარ და მჯერა, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის წარმატებით გაართმევს თავს. ბატონო შალვა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ პოსტზე. გილოცავთ!“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.