ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთია იმ პარკებს შორის,რომელსაც 2018 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული
ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 88%-ით
გაიზარდა.
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით,
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა სულ 39%- ით
გაიზარდა და 55 490 შეადგინა, მათ შორის 56% ქართველია, ხოლო 44%
უცხოელი. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი
ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული
საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.
"2018 წლის 3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
თბილისის ეროვნულ პარკს; პრომეთეს მღვიმეს; ყაზბეგის ეროვნულ პარკს;
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს; სათაფლიას.
ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის
ეროვნულ პარკებში.მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა
და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში" -
ნათქვამია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.