ახალი ამბები
ბორჯომში რობაქიძე-მესხეთის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს რეაბილიტაცია უტარდება
ამ დროისთვის ხიდით სარგებლობა შეზღუდულია. შპს "რეკონსტრუქცია 21-ე საუკუნე"-მ სამუშაოები 12 აპრილს უნდა დაასრულოს. ხის სავალი ნაწილი პოლიმერული მასალით შეიცვლება. აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61 000 ლარით ფინანსდება. შეგახსენებთ, დაზიანებული ხიდის შეკეთებას მოსახლეობა გასული წლიდან ითხოვდა, რომლის შესახებაც ტელეკომპანია "ბორჯომმა" სიუჟეტი მოამზადა.
Print