ახალი ამბები
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 7.5 მლნ ლარი დაჯდება
ბაკურიანის შემოვლითი გზის ასაშენებლად 7.5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. კურორტის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს. ტენდერის ფარგლებში უნდა დაპროექტდეს და აშენდეს ბაკურიანის შემოვლითი გზა. წინადადებების მიღება 20 აპრილს დასრულდება. პროექტის მიხედვით, აშენებული გზა ბორჯომი-ბაკურიანი - ახალციხის და ბაკურიანი - ანდეზიტი-ციხისძირის გზებს უნდა დაუკავშირდეს.მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ არსებული გზა კურორტის ცენტრში გადის და ამიტომ ის ტრანზიტული მიზნისთვის შეუფერებელია.შემოვლითი გზა კი განტვირთავს ქალაქს სატრანსპორტო დატვირთვისგან და ქალაქის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებას გაამარტივებს.



Print