ახალი ამბები
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში უბედური შემთხვევა მოხდა
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა.ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირებიც. კომპანია მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებს"- ნათქვამია განცხადებაში.

Print