ახალი ამბები
დღეიდან სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილება ამოქმედდა
ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მოიმატა სამშენებლო ობიექტებზე დაღუპული ადამიანების რიცხვმა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილება ამოქმედდა, რაც მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

"დღეს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. დიდი იმედი მაქვს, ამ ცვლილებებით მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. იცით, რომ ჯარიმები გაათმაგდა, 3000-ლარიდან პირველ შემთხვევაში დარღვევისთვის კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ვნახავთ სტატისტიკას, ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მოიმატა სამშენებლო ობიექტებზე დაღუპული ადამიანების რიცხვმა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული.იმედი მაქვს, რომ კანონში შეტანილი ამ ცვლილებებით შევძლებთ, კომპანია მოტივირებული იყოს, მაქსიმალურად დაიცვას მის ობიექტზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ჩვენ ასევე ვაპირებთ ცვლილებას ამ სფეროში და ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან ერთად იქნება გავლილი, რადგან სამშენებლო სექტორი არის ქალაქის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი" - განაცხადა კალაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.