ახალი ამბები
პროექტი "გაიცანი მეზობელი" და SJMC-ის შემოქმედებითი ბანაკი ბორჯომში
,,გაიცანი მეზობელი", ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი სომეხ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში უკვე ერთი კვირაა ბორჯომში სომეხი და ქართველი ახალგაზრდები ერთად ეცნობიან მეზობელი ქვეყნების კულტურას და ფილმების გადაღებას სწავლობენ. პროექტი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი და სომეხი მეზობლების უკეთ გაცნობას და დაახლოებას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.
Print