ახალი ამბები
ევროკავშირმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 11,8 მილიონი ლარი გამოყო
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ევროკავშირმა 11,8 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით 8 პროექტი დაფინანსდება.

საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდა.

როგორც იანოშ ჰერმანმა განაცხადა, მსგავსი ტიპის პროექტებს ევროკავშირი საქართველოში 8 წელი ახორციელებს და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

"სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია როგორც გლობალურ დონეზე, ასევე ადგილობრივად, საქართველოში. შეირჩა ის 8 პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გაძლიერებას და ადამიანთა უფლებების განმტკიცებას" - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის არის: სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა; ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანთა უფლებები; ბავშვებზე ზრუნვა; წყალი, სანიტარია, ჰიგიენა; სამოქალაქო მონაწილეობა და კარგი მმართველობა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.