ახალი ამბები
ჩარხისწყლის ხიდთან მდინარის კალაპოტი იწმინდება
ბორჯომში, ჩარხისწყლის ხიდთან მდინარის კალაპოტის გაწმენდა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ხიდის ბურჯებთან იყო ჩახერგილი ხეები , ტარდება პრევენციული სამუშაოები იმისათვის, რომ წყალდიდობის შემთხვევაში არ შეიქმნას დამატებითი საფრთხე. სამუშაოების გამო მოძრაობა ხიდზე დროებით შეზღუდულია, ავტომანქანებისთვის ხიდზე გადაადგილება დღის ბოლომდე აღდგება.
Print