ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი - ბაკურიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად უნდა გადაიქცეს
მთავრობა ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ამტკიცებს, რომელიც, ინფრასტრუქტურის სწორ განვითარებასთან ერთად, მკაცრ რეგულაციებს მოიცავს- როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

პრემიერის შეფასებით, ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ბაკურიანის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად გარდაქმნას.

„წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება და ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის, დღეს უკვე პრაქტიკულად ვაწესებთ ძალიან მკაცრ რეგულაციებს. გარდა იმისა, რომ გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის სწორი განვითარება, გენერალური გეგმა მოიცავს სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას და ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ე.წ „წრის“ შიდა ტერიტორიიის პარკად ჩამოყალიბებას, მდინარე "ბაკურიანულას" რესურსის სარეკრეაციო გამოყენებას, რეკრეაციული სივრცეების შექმნას, საბავშვო მოედნების, კემპინგების, საფეხმავლო გზების, პარკირების მოწესრიგებას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ რეგულაციების საშუალებით ბაკურიანი უნდა გადაიქცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამ უმნიშვნელოვანესი კურორტის განვითარებისთვის“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.