ახალი ამბები
მაღალმთიან სოფლებს შესაძლოა ტაძრისი და საკირე დაემატოს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები - საკირე და ტაძრისი, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. გადაწყვეტილებას აღნიშნულის შესახებ, მთავრობა სავარაუდოდ 2 კვირაში მიიღებს. დამტკიცების შემთხვევაში, გარკვეული შეღავათებით სარგებლობა ამ ორი სოფლის მოსახლეობას 2019 წლის 1 იანვრიდან შეეძლება.
Print