მეთიუ ბუსკეტმა და მიქაელა ჰაუფმა ბორჯომის განვითარების ჯგუფთან(LAG) შეხვედრა გამართეს
ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები ბორჯომში ევროკავშირის განვითარების პროექტს ეწვივნენ და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართეს.მეთიუ ბუსკეტს და მიქაელა ჰაუფს საშუალება ჰქონდათ ბორჯომში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების იმ ინიციატივებსაც გასცნობოდნენ,როგორებიცაა: "ვირტუალური ტური ბორჯომის ხეობაში","ბორჯომის კულტურული ძეგლებისა და ლანდშაპტის ფოტოები ტურისტებისთვის"; "ადგილობრივი სუვენირები" ; "სპორტული მოედანი " და "მუსიკალური სტუდია". ბორჯომის განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული 8 ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან,რომელთა მიზანსაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და გაძლიერება წარმოადგენს.გასულ წელს ბორჯომის განვითარების ჯგუფმა ღია კონკურსის წესით შეაჩია სოფლის განვითარების 28 ინიციატივა: სოფლის მეურნეობის,ტურიზმის,სპორტის,კულტურის და გარემოს დაცვითი სფეროებიდან ,რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის მიერ,ამჟამად წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას.

ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179,5 მილიონ ევროს.პროგრამის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.


Print