ახალი ამბები
"ფაქტიურად უფუნქციოდ ვართ"- თანაშრომლების ნაწილმა ბორჯომის მერიის შენობა დატოვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიადღეს დილიდან პარალიზებულია.შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ მოქალაქეები და საკრებულოს დეპუტატები .დღის მეორე ნახევარში მერიის ტერიტორია დატოვეს თანამშრომლების ნაწილმა,ნაწილი კი ამ დრომდე მუნიციპალიტეტის შენობაში რჩება.ვითარება ამ დროისთვის შენობის შიგნით სტაბილურია,შესასვლელში მობილიზებულები არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.მერიის შენობაში შესვლა ვერ შეძლო,ვერც საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ ,მისი განცხადებით ადამიანი ამუშავო და მას ხელფასი არ გადაუხადო ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია.მერიის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.ვითარება ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.


Print