ახალი ამბები
პრემიერი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე - უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ
პრემიერ-მინისტრი კორეაში დაგეგმილ ოლიმპიადას გამოეხმაურა და 4 ქართველ სპორტსმენს - სამთო-სათხილამურო სპორტში ნინო წიკლაურს, იასონ აბრამაშვილს, საციგაო სპორტში - გიორგი სოღონიანსა და ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილს წარმატებები უსურვა.
"საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ გახლდით შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბახს შევხვდით და განვიხილეთ საქართველოში სამომავლოდ ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა. მარტის დასაწყისში ბატონი პრეზიდენტი აგზავნის საქართველოში დელეგაციას, რომელიც არსებულ ვითარებას შეისწავლის და ჩვენ დავდებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 2030 წლის პერსპექტივისთვის ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის. მე კარგად მესმის, რომ ეს არის მთელი ქვეყნის ჩართულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ, ჩვენი მთავრობის წევრებს და ყველა იმ ინსტიტუციას, ვისაც ეს შეეხება საქართველოში, რომ მაქსიმალურად რეალისტურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან კონკრეტული, ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას ამ მიმართულებით. რატომ არის მნიშვნელოვანი, მე არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის იყოს ასახსნელი. მარტო იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა შესაძლოა ჩატარდეს, არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად რეალისტურია.ეს საქართველოსთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბევრი კუთხით, კერძოდ, ეს არის ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ის, რომელიც მთიანი რეგიონებია, მთლიანად ჩართვა ამ პროცესში, ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთარებით მთიან რეგიონებში და ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში და ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციისა და ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც მთელ ქვეყანაზე აუცილებლად გავრცელდება" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.