ახალი ამბები
საკრებულოს სხდომა ხვალამდე გადაიდო
დღეს საკრებულოს სხდომაზე კვორუმი არ შედგა,რის გამოც სხდომა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება. სხდომას არ ესწრებოდნენ ქართული ოცნების დეპუტატები,რაც შეეხება ოპოზიციას - ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდნენ და სხდომაზე არ გამოცხადდნენ.12:00 საათზე ჩანიშნული სხდომა თავდაპირველად 1 საათით გადაიდო,13:00 საათზე კი ზაზა ჩაჩანიძემ სხდომის ხვალამდე გადადების გადაწყვეტილება გააჟღერა. შეგახსენებთ,რომ დღეს საკრებულოს მერიის საშტატო ნუსხისა და  გაზრდილი ხელფასების დამტკიცებაზე უნდა ემსჯელა.
Print