ახალი ამბები
საკრებულოს სხდომაზე კვორუმი არ შედგა,სხდომა 1 საათით გადაიდო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა ოპოზიის წარმომადგენელი 2 დეპუტატი ,კერძოდ ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დეპუტატები შეუძლოდ არიან.საკრებულოს სხდომას სულ 13 დეპუტატი ესწრებოდა,შესაბამისად კვორუმი არ შედგა და ზაზა ჩაჩანიძემ სხდომა 1 საათით გადადო.სხდომაზე არ იმყოფებიან დეპუტატები ქართული ოცნებიდან.სხდომაზე დღის წესრიგით 20 საკითხია განსახილველი, აქედან  ერთ-ერთი საკითხი მერიის საშტატო ნუსხას და გაზრდილი ხელფასების დამტკიცებას ეხება.თუ დღეს კვორუმი არ შედგა,სხდომა ხვალამდე გადაიდება.
Print