ახალი ამბები
მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია
მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა. დაშავებული მეტროსადგურიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, სულ დაშავებულია 11 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილში "შეკიდული ჭერი" ჩამოიშალა. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.
Print