ახალი ამბები
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული. მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები ამ წუთებში საავადმყოფოებში გადაჰყავთ.  ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, დაინახა, როგორ ჩამოინგრა ე.წ. შეკიდული ჭერი და ის ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა.

"ესკალატორის ბოლო საფეხურიდან ჩავდიოდი, როცა დავინახე, რომ ჭერი ჩამოინგა და ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. როგორც ამბობენ, დაშავებული სამ მოქალაქეზე მეტი უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილი არავინაა. სამაშველო ბრიგადებს ისინი ამ წუთებში გამოჰყავთ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში მიჰყავთ" - განაცხადა თვითმხილველმა.

მეტროსადგური "ვარკეთილი" გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.