ახალი ამბები
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტველ კოლეგასთან შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიტვის პრემიერის ვიზიტის დატვირთვას გაუსვა ხაზი.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თბილისში. ეს ვიზიტი სიმბოლურია ორივე მხარისთვის, რამდენადაც ჩვენ აღვნიშნავთ რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ძალიან პოზიტიური დინამიკა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. ლიტვა არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერმა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია" - აღნიშნა საულიუს სკვერნელისმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე, ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.