ახალი ამბები
ილია მეორე - მე პუტინს ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია
მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია“ - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერ მაია გოიკოვიჩთან შეხვედრისას განაცხადა.

უწმინდესის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ორივე ქვეყანას აწუხებს და ამ მხრივ ერთმანეთისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა მნიშვნელოვანია. საქართველოს პატრიარქი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირების შედეგად მოგვარდება.

„ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე შეხვედრა მქონდა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა. ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. დახმარება და თანადგომა აუცილებელია. ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება“ - განაცხადა ილია მეორემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.