ახალი ამბები
პრეზიდენტმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა. ოფიციალური ინფორმაციით, შეწყალების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 539 მსჯავრდებული - აქედან 37 ქალი და 2 არასრულწლოვანი.

თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 291 მსჯავრდებულს, აქედან, 9 ქალსა და 4 არასრულწლოვანს.

1 მსჯავრდებული კი გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

გასული წლის განმავლობაში შეწყალების საკითხთა კომისიის 5 სხდომა გაიმართა.

კერძოდ, 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 890 პირის საქმე. შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად 2017 წლის 1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 157 მსჯავრდებული. უფრო კონკრეტულად კი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 93 მსჯავრდებული, აქედან 6 ქალი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალ მსჯავრდებულს.

2017 წლის 4 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა 579 პირის საქმე. შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად 2017 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 91 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 62 მსჯავრდებული, აქედან 3 ქალი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 29 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალ მსჯავრდებულს.

2017 წლის 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1073 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 170 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 120 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 49 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალ მსჯავრდებულს. 1 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

2017 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა/მოხსენდა ინფორმაციის სახით 1406 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 226 მსჯავრდებული. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 141 მსჯავრდებული, აქედან 12 ქალი მსჯავრდებული. ამასთან, შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 85 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

2017 წლის 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა 1182 პირის საქმე. ზემოაღნიშნულ პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მუშაობის შედეგად 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 187 მსჯავრდებული. კერძოდ, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან. 4 ქალ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.