ახალი ამბები
მთავრობა ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმას იწყებს
ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

"ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას, ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურ გამოყენებას ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოს დაცვითი ასპექტების, ასევე სხვა საკითხების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მიმართულების. ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით. შემდეგი ეტაპი იქნება, რომ საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის მაღალი გარემოს დაცვითი სტანდარების მიმართულებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.