ახალი ამბები
თბილისში ტრანზიტული მოძრაობისთვის ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება
თბილისის მერის კახა კალახის განცხადებით, დედაქალაქში ტრანზიტული მოძრაობისთვის ჯარიმა 20 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება. მისი განცხადებით  20-ლარიანი ჯარიმა არაეფექტური იყო, რასაც მძღოლები ხშირად არღვევდნენ.

"მოგეხსენებათ, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ მძღოლები. ჯარიმა, დღეს, თუ არ ვცდები 20 ლარია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა გაიზარდოს 500 ლარამდე. ეს უკვე ჩადებულია ჩვენ მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება" - განაცხდა კალაძემ.
Print