ახალი ამბები
აკაკი ზოიძე - გარკვეულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით პირადი მოხმარების ზღვრულ ოდენობაზე შეთანხმება მიღწეულია
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ფარგლებში რამდენიმე საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, რომელზეც მსჯელობა გრძელდება, პირადი მოხმარებისთვის განსაზღვრული ზღვრული ოდენობებია. მისი თქმით, დისკუსია გრძელდება მათ შორის ჰეროინის, ბუპრენორფინის (სუბოტექსის), ამფეტამინის, MDMA-ს ზღვრული ოდენობების დადგენასთან მიმართებაში.

"მსჯელობა მიმდინარეობს მათ შორის ჰეროინთან, ბუპრენორფინთან (სუბოტექსი), ამფეტამინთან, MDMA-სთან დაკავშირებით თუ რა უნდა ჩაითვალოს პირადი მოხმარების ზღვრულ ოდენობად. რაც შეეხება მარიხუანას, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი აქვს ზღვრული ოდენობა პირადი მოხმარებისთვის, გაზრდის სურვილი არავის აქვს. ეს ზღვარი საერთაშორისო პრაქტიკითაც საკმაოდ მაღალი ზღვარია. პოზიციები დაახლოებულია, თუმცა საბოლოო შეჯერება მიდის სამართალდაცვითი და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე" - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომლის განხილვაც ამ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარეობს, სარეაბილიტაციო სერვისების შექმნაა.

"გარდა ზღვრული ოდენობებისა, მსჯელობა მიდის სხვა საკითხებზეც. ველოდებით თუ რას გვეტყვიან ამ პროცესის მონაწილე სხვა მხარეები, ვისაც დაევალება ამ სერვისების და ინფრასტრუქტურის შექმნა" - აღნიშნა ზოიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი განსახილველი საკითხი კომისიის შექმნაა.

"ამ კანონპროექტის ფარგლებში ჩვენ შემოგვაქვს ახალი ინსტრუმენტი, რომელმაც ჩვენი აზრით, ძალიან დიდი როლი უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ახალი ნარკომომხმარებლები არ გაჩნდნენ. ამ კომისიებში შევა სოციალური მუშაკი, იურისტი, ექიმი, შესაძლოა ვთხოვოთ ეკლესიასაც მონაწილეობა. ეს კომისია შეისწავლის ადამიანის საჭიროებებს და შეეცდება მათ დახმარების ხელი გაუწოდოს. ანუ თუ მკურნალობა სჭირდებათ შესაბამის სერვისს მიაწვდის, ხოლო თუ სხვა სახის დახმარება სჭირდებათ, ეცდება მაქსიმალურად დაეხმაროს. ეს წარმატებით განხორციელდა პორტუგალიაში. საუბარია იმაზე თუ როგორ იმუშავებს კომისია, რა სანქციების უფლება ექნება თუ არ ითანამშრომლა ადამიანმა ამ კომისიასთან და თუ არ იქნება საპატიმრო სასჯელი, რა მექანიზმი გვექნება, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ ჩაერთონ და არ დაადგნენ ნარკოდამოკიდებულების გზას" - განაცხადა ზოიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.