Error
ახალი ამბები
"ჩვენმა შვილებმა ისარგებლონ დღის ცენტრის მომსახურებით" - შშმ ბავშვის მშობელი
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ბორჯომში მცხოვრები შშმ ბავშვის მშობელი, რომელმაც განაცხადა რომ ქალაქში, ახლადგახსნილ დღის ცენტრში მისი შვილის მიღება შეუძლებელია , რადგან ის მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება. ლევან გედიანიძე ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვს. დღის ცენტრის "თებეს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიზეზი რის გამოც ყველა კატეგორიის ბავშვის მიღება ვერ ხერხდება, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ცენტრში ამჟამად 40 ბენეფიციარი ირიცხება. ნანა ლომაძემ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში დახმარება ითხოვა.
Print