ახალი ამბები
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს
კითხვაზე, ამჟამად წარმოადგენს თუ არა ოჯახში ძალადობა პრობლემას ქალებისთვის საქართველოში, გამოკითხულთა 81% აცხადებს , რომ დიახ; 16% მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა არ არის და 4% ამბობს, რომ არ იცის.

ამასთან, გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინება წარმოადგენს ამჟამად პრობლემას ქალებისთვის საქართველოში, 24%-ის აზრით, ეს პრობლემა არ არის, ხოლო 4%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 56%-ის აზრით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქალებზე არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა ხორციელდება, 26%-ის აზრით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, 18%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

გამოკითხულთა 53%-ის აზრით, საბავშვო ბაღების ნაკლებობა დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს, 38% მიიჩნევს, რომ ეს არ არის პრობლემა, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს ჩღღჩ-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.
Print