ახალი ამბები
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 80 % კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობას დადებითად უყურებს
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 80 % კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობას დადებითად უყურებს. გამოკითხულთა 16%-ს თანასწორობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო 4% პასუხობს, რომ არ იცის. გენდერულ თანასწორობას დადებითად აღიქვამს გამოკითხულთა 67%, 23% უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, ხოლო 9%-მა გენდერული თანასწორობის შესახებ კითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის.

ფემინიზმს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 26 %, 34% - უარყოფითად, ხოლო 39%-მა - არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.
Print