ახალი ამბები
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 77% პარლამენტის მიერ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონის მიღებას მხარს დაუჭერდა
NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა პარლამენტის მიერ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონის მიღებას მხარს დაუჭერდა. 14% არ დაუჭერდა მხარს, ხოლო 8% პასუხობს რომ არ იცის. აღსანიშნავია, რომ ქალები და კაცები თითქმის თანაბრად დაუჭერდნენ კანონის მიღებას მხარს. უფრო კონკრეტულად, კაცების 71% და ქალების 81%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.
Print