ახალი ამბები
NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 24 % მხარს არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", 27%-ით "ქართული ოცნება" ლიდერობს. აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნება" - 27%; არც ერთი პარტია - 24%; არ ვიცი - 15%; უარი პასუხზე - 13%; "ნაციონალური მოძრაობა" – 10%; "ევროპული საქართველო" – 3%; სხვა - 7%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%
Print