ახალი ამბები
NDI - არჩევნების მეორე ტურში გამოკითხულთა 16%-მა მონაწილეობა არ მიიღო
კითხვაზე, მიიღეთ თუ არა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 12 ნოემბერს, გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ მის უბანში მეორე ტური არ იყო. 16%-მა ხელახალი არჩევანი არ გააკეთა. მეორე ტურში, მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 5%-მა, გამოკითხულთა 2%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print