Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
ახალი ამბები
პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო
ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან მიმართებაში ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი ძირითადი შენიშვნები ეხება ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას და მეორე მხრივ, შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.

პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც პრივილეგირებული მოთამაშე, რომლის დაფინანსებაც მთელი სარეკლამო ბაზრის ნახევარს წარმოადგენს, შედის კონკურენტულ ბაზარზე, კონკურენცია ზარალდება.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეებისგან ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიხარია, რომ ასეთი დაფინანსების ფორმით არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს სიკეთე ეძლევა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩვენი, გადასახადების გადამხდელების დაფინანსებით. საქართველოში ის ბაზარი, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარზე კონკურენციაში შესულია არაერთი კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს ამ ბაზარზე, ჩემი აზრით, პრობლემურია. მედიამრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და რეალურად მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ საარსებო რესურსი და მედიამრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე მნიშვნელოვან სიკეთესთან - მედიამრავალფეროვნებასთან. პრივილეგირებული მოთამაშე, რომლის დაფინანსებაც მთელი სარეკლამო ბაზრის ნახევარს წარმოადგენს, როდესაც შედის კონკურენტულ ბაზარზე, კონკურენცია ზარალდება და ჩვენ შესაძლოა, შედეგად მივიღოთ მედიადივერსიფიკაციის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთის დაზარალება, რაც მიუღებელია" - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ვეტოს დადებამდე მან ყველა მხარის პოზიცია მოისმინა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია იმ ინტენსიური დისკუსიების შესახებ, რომელიც მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონთან მიმართებაში. როგორც მე ასევე ჩემი მრჩევლები, საპარლამენტო მდივნები, შევხვდით ყველა მხარეს ამ დისკუსიის და მოგვეცა შესაძლებლობა ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო როგორც კანონპროექტის მოწინააღმდეგეების, ასევე მისი მომხრეების მხიდან" - განაცხადა მარგველაშვილმა.

"დღეს, ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელი კონკურენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი და გამჭვირვალე ხარჯვის მიმართულებით"- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, რეკლამის განთავსებასა და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხი კანონპროექტში არ არის ადეკვატურად გაწერილი.

"სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ, უქმნის პრობლემას როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ და მათი საქმიანობის ნაწილია. ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია და უნდა მოვიდეთ თანხმობაში იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით ჩვენი სამოქმედო კანონი უნდა გახდეს 2019 წლიდან. ის, რასაც გვთავაზობს არსებული კანონი, არის ჩანაცვლება არა ევროპული კანონით არსებული კანონისა, არამედ საერთოდ გაუქმება, ფაქტობრივად, იმ რეგულაციების, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებისგან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭვირვალედ. მივესალმებოდი, რომ ნაბიჯი იყოს ევროპული სამყაროსკენ, თუმცა ეს არ არის სამწუხაროდ, კანონპროექტში" - აღნიშნა პრეზიდენტმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.