ახალი ამბები
ბორჯომელმა მოკრივემ საფრანგეთში წარმატებით იასპარეზა
ბორჯომელმა მოკრივემ გიორგი ბლიაძემ საფრანგეთში გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში წარმატებას მიაღწია. 4 იანვარს იგი გამარჯვების მოპოვებას ამჯერად დანიაში გამართულ პროფესიონალური კრივის ტურნირზე შეეცდება.სპორტსმენის განცხადებით ძალისხმევას არ იშურებს და წარმატების იმედი აქვს.
წლის დასასრული წარმატებული აღმოჩნდა სხვა სპორტსმენებისთვისაც. 24 დეკემბერს თბილისში გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში წარმატებულად იასპარეზეს მოკრივეებმა ჯაბა შალუტაშვილმა, მერაბ გუკასიანმა და ნინო აჭარაძემ.
Print