ახალი ამბები
ბორჯომში შშმ ბავშვებისათვის დღის ცენტრი "თებე" გაიხსნა

დღეს ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დღის ცენტრი გაიხსნა.სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მსგავსი ტიპის დღის ცენტრი პირველია.

ცენტრი 6-დან 18 წლამდე 30 ბავშვს შესთავაზებს სხვადასხვა სახის მომსახურებას,როგორიცაა: არაფორმალური განათლება,თერაპიული აქტივობები და სოციალური უნარების განვითარება.კვება და ტრანსპორტირება მომსახურების ნაწილს შეადგენს.დღის ცენტრი ბულგარეთის განვითარების ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და საქმიანობას გაეროს ბავშვთა ფონდისა და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის ფარგლებში ახორციელებს.შენობის სრული რეაბილიტაცია და აუცილებელი ივენტარით აღჭურვა გაეროს ბავშვთა ფონდმა უზრუნველყო.
დღის ცენტრის საქმიანობას ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთად რეალური ცვლილებებისათვის".მომსახურების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოყოფს სახელმწიფო ვაუჩერებს დღის ცენტრისათვის.ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, გასულ წელს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა შენობის ნახევარს, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოსა” და ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით კი შენობის არსებული ფართი გადაეცა ორგანიზაციას.ღონისძიებაზე კომპანიების „IDS ბორჯომის საქართველოსა“ და „გურიელის“ წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.


 


Print