საზოგადოება
ტექნიკური შეცდომა თუ გადასახდელი 267 ლარი
ბორჯომში, ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები, სერგო მეხრიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ივნისში, წყლის გადასახადი 267 ლარი მიუვიდა, რაც მისი გახარჯული არ არის. აბონენტის თქმით, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. მეხრიშვილი ამბობს, რომ 2014 წელს, იმ დროს როდესაც, ის და მისი მეუღლე მთელი თვით სახლში არ იმყოფებოდნენ, გადასახადი 50 ლარი მიუვიდათ. საკითხის გარკვევის მიზნით, სერგო მეხრიშვილმა ტელეკომპანია "ბორჯომს" მიმართა.

წყალმომარაგების კომპანიაში, აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბარში გვითხრეს, რომ მიმართვის შემთხვევაში საკითხით დაინტერესდებიან.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის გასარკვევად, სერგო მეხრიშვილს შეუძლია დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 93 00 00
Print