ახალი ამბები
უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა
შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 379 მოქალაქეს ეთქვა.აქედან ყველაზე ხშირად უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ფაქტების სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:
იტალია - 77, პოლონეთი - 61, საბერძნეთი - 57, კვიპროსი - 51, უნგრეთი - 38, გერმანია - 30, ლიტვა - 25, ნიდერლანდები - 12, ბელგია - 9, საფრანგეთი - 7, შვედეთი - 3, დანია - 2, ესტონეთი - 2, შვეიცარია - 2, ფინეთი - 2 და ესპანეთი -1.

იმ პირების რაოდენობა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, 10 330-ს შეადგენს.

სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია - საქართველოს 3008 მოქალაქე , საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი - 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239, ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43, საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია - 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი - 1, პორტუგალია -1. რაც შეეხება დანარჩენ 97 შემთხვევას, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა სავარაუდოდ დაარღვიეს, დაკონკრეტებული არ არის.

2017 წლის 28 მარტიდან 2 ნოემბრამდე, უვიზოდ საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა.

გერმანიაში 7 თვეში საქართველოს 46 045-მა მოქალაქემ იმოგზაურა. ამავე სტატისტიკის თანახმად, გერმანიის შემდეგ უვიზო რეჟიმით საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ საბერძნეთში ისარგებლა. კერძოდ, საბერძნეთის საზღვარი უვიზოდ საქართველოს 26 597-მა მოქალაქემ გადაკვეთა. საქართველოს 22 087 მოქალაქე გაემგზავრა იტალიაში, 13 091 პოლონეთში, 8 348 - ესპანეთში, 7 447 - უნგრეთში, 7 140 - კვიპროსში, 6 231 - საფრანგეთში, 4 053 - ავსტრიაში, 4 034 - ნიდერლანდებში, 3342 - ლიტვაში, 2873 - ლატვიაში, 2515 - ჩეხეთში, 1270 - ბელგიაში, 983 - შვეიცარიაში, 774 - შვედეთში, 678 - პორტუგალიაში, 654 - ბულგარეთში, 514 - რუმინეთში, 494 - ესტონეთში, 344 - მალტაში, 319 - დანიაში, 240 - ხორვატიაში, 152 - ნორვეგიაში, 129 - ფინეთში, 83 - სლოვენიაში, 70 - ლუქსემბურგში, 70 - სლოვაკეთში, 45 - ისლანდიაში, 3 - ლიხტენშტეინში, მთლიანობაში კი ეს რიცხვი 160 625-ს შეადგენს. 4 434 შემთხვევაში, არ არის ნაჩვენები შენგენის ზონის კონკრეტული ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა იმოგზაურეს.

მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან (28 მარტი) 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ - 165 059 ერთეული შეადგინა. პირების რაოდენობან, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვის უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, შეადგენს - 10 330-ს. მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.